ავტორიზაცია

ყველაზე მეტი გოლი კალენდარულ წელში — მბაპე რონალდუს მიუახლოვდა

ყველაზე მეტი გოლი კალენდარულ წელში — მბაპე რონალდუს მიუახლოვდა
თარიღი 01 Dec 2025, 15:21
ერთ კალენდარულ წელიწადში გატანილი გოლების რაოდენობით დღემდე პირველ ადგილს ლიონელ მესი იკავებს — არგენტინელმა ვარსკვლავმა 2012 წელს მეტოქეთა კარი 91-ჯერ აიღო.

აღნიშნულ რეიტინგში 69-69 გოლით 2-3 ადგილებს კრიშტიანუ რონალდუ და რობერტ ლევანდოვსკი იკავებენ. 61 და 63 გოლით კი პორტუგალიელი გოლეადორი რეიტინგის ხუთეულს ხურავს.

2025 წელს, კილიან მბაპემ რეალის და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით უკვე 60-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი და რეიტინგის ტოპ 5-ში მოსახვედრად მხოლოდ 1 გოლი აშორებს. წლის ბოლომდე სამეფო კლუბს კიდევ 5 მატჩი აქვს სათამაშო და მბაპეს კარგი შანსი აქვს აღნიშნული რეიტინგის ხუთეულში მოხვდეს.


temo
ტოპ კომენტარი
0
02 Dec 2025, 12:28
არ გქონიათ ზუსტი მონაცემები, 5-ეული შემდეგნაირად გამოიყურება:1) მესი-91 გოლი-2012წ. 2)გერდ მიულერი-85 გოლი-1972წ. 3)პელე-75 გოლი-1958წ. 4)ზიკო-75 გოლი-1979წ. 5)რომარიო-72 გოლი-2000წ. ამის შემდეგ მოდიან ლევანდოვსკი და რონალდუ. მანამდე ლევანდოვსკიზე და რონალდუზე მეტი 72 გოლი პელეს აქვს 1965-ში გატანილი. ასე რომ მბაპეს მინიმუმ 12 გოლი უნდა, რომ 5-ეულში მოხვდეს.
კომენტარების ნახვა (1)