ყველა დეტალი მოგვარებულია — მილანმა ცენტრალური თავდამსხმელი დაიმატა

მილანმა ზამთრის სატრანსფერო ბაზარს აქტიურად იწყებს და შეტევას აძლიერებს — კლუბმა პირველი ტრანსფერი უკვე დახურა.
იანვრიდან როსონერის ღირსებას ნიკლას ფულკრუგი დაიცავს, რომელმაც სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება.
როსონერიმ 32 წლის გერმანელი ფორვარდი ვესტ ჰემიდან იჯარის წესით დაიმატა და სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.

