ავტორიზაცია

ყარაბაღის მორიგი წარმატებული მატჩი - ჩელსიმ აზერბაიჯანში ქულები დაკარგა

ყარაბაღის მორიგი წარმატებული მატჩი - ჩელსიმ აზერბაიჯანში ქულები დაკარგა
თარიღი 05 Nov 2025, 23:58
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ყარაბაღმა ლონდონის ჩელსის უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.

აღნიშნული მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, შეხვედრის ბოლო წუთამდე ორივე გუნდი აქტიურად უტევდა ერთმანეთს, თუმცა გამარჯვების გოლის გატანა ვერცერთმა ვერ მოახერხა. თამაშში ლონდონელების მხრიდან, ესტევაო გონსალვეშმა და ალეხანდრო გარნაჩომ გამოიჩინეს თავი, ხოლო რაც შეეხება პაფოსიდან გოლების გატანა ლეანდრო ანდრადმა და მარკო იანკოვიჩმა შეძლეს.


ჩელსი ამ შეხვედრის შემდეგ 7 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო რაც შეეხება ყარაბაღს ასევე 7 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.