ვინისიუსი და რეალი ახალ კონტრაქტზე ისევ ვერ თანხმდებიან — ბოლო ცნობები მადრიდიდან

ვინისიუს ჟუნიორსა და რეალ მადრიდს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება. მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობენ, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
როგორც ირკვევა, ბრაზილიელ ფეხბურთელს სამეფო კლუბში დარჩენა სურს, თუმცა ახალ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააფორმებს თუ მისი წლიური ანაზღაურება საგრძნობლად გაიზრდება. შეგახსენებთ, 25 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელფასი €15 მილიონამდეა, ახალი კონტრაქტით კი €25 მილიონამდე ითხოვს (ბონუსების ჩათვლით).
რეალ მადრიდში ვინისიუსის მოთხოვნების შესახებ ინფორმირებული არიან და როგორც ცნობილი ხდება, ფლორენტინო პერესი და მისი გუნდი ბრაზილიელს ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს აუცილებლად შესთავაზებენ, თუმცა არსებობს ლიმიტი, რომელსაც კლუბი არ გასცდება.
ვინისიუს ჟუნიორს რეალ მადრიდთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მის სიტუაციას კი საუდის კლუბები ყურადღებით აკვირდებიან. ბრაზილიელის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია ცნობილი უახლოეს თვეებში გახდება.