ავტორიზაცია

"წაგება ფეხბურთის ნაწილია და ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ" — ხვიჩა კვარაცხელია

"წაგება ფეხბურთის ნაწილია და ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ" — ხვიჩა კვარაცხელია
თარიღი 05 Nov 2025, 09:51
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა, პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ბაიერნი მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 1-2 დამარცხდა.

აღნიშნული მატჩის შემდეგ, პარიზული კლუბის ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა.

"ის თუ რომელია საუკეთესო კლუბი სეზონის ბოლო მიღწეული შედეგებით გამოჩნდება და ერთი მატჩი ამას ვერ წყვეტს. დღეს მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა. წაგება ფეხბურთის ნაწილია და ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ" — ხვიჩა კვარაცხელია.