ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — დანიელე დე როსი იტალიურ კლუბს ჩაიბარებს

შეთანხმება შედგა — დანიელე დე როსი იტალიურ კლუბს ჩაიბარებს
თარიღი 05 Nov 2025, 16:12
შეთანხმება შედგა — დანიელე დე როსი ჯენოას ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება! 42 წლის სპეციალისტს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც მხარეები ხელშეკრულებას გააფორმებენ.

შეგახსენებთ, ჯენოას ბოლოს პატრიკ ვიეირა წვრთნიდა, თუმცა ფრანგი სპეციალისტი გუნდიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც "როსობლუმ" ახალი სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო.

რაც შეეხება დანიელე დე როსის, იტალიელი ბოლოს მშობლიურ გუნდში, რომაში მუშაობდა, საიდანაც გასულ წელს გამოუშვეს. მას შემდეგ ახალგაზრდა სპეციალისტს საკმაოდ ბევრ კლუბს უკავშირებდნენ, თუმცა დანიელე დე როსი ამ დრომდე უგუნდოდ იყო.

დანიელე დე როსი ჯენოასთან კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს, თუმცა გენუური კლუბი სერია A-ში ადგილს თუ შეინარჩუნებს, იტალიელის ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდება.