რუბენ ნევეშს ევროპაში დაბრუნება სურს — საქმეში რამდენიმე კლუბია

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და ალ ჰილალის ნახევარმცველი, რუბენ ნევეშს საუდის არაბეთის დატოვება და ევროპაში დაბრუნება სურს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის პორტუგალიელის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ და რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
როგორც ირკვევა, რუბენ ნევეშის გარშემო შექმნილ სიტუაციას აქტიურად ინტერი, იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი და ნიუკასლი აკვირდებიან, ფავორიტი კი ამ ეტაპზე მანჩესტერული გრანდია.

