ავტორიზაცია

პირველი კონტაქტი შედგა — პსჟ რეალის ფეხბურთელის შეძენას გეგმავს

პირველი კონტაქტი შედგა — პსჟ რეალის ფეხბურთელის შეძენას გეგმავს
თარიღი 26 Dec 2025, 14:10
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ-ს დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ანტონიო რუდიგერს მოიაზრებს.

El Nacional-ის ცნობით, 32 წლის გერმანელის ტრანსფერზე პარიზული გრანდი აქტიურად მუშაობს და პირველ შეთავაზებს ამზადებს. ფეხბურთელს რეალთან კონტრაქტს სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი შანსია სამეფო კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო რუდიგერი რეალში ჩელსიდან 22 წელს გადავიდა და მადრიდული გუნდის მაისურით ჩატარებულ 163 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გაიფორმა.