ავტორიზაცია

ოფიციალურად: მილანმა და ინტერმა "სან სიროს" სტადიონი შეიძინეს

ოფიციალურად: მილანმა და ინტერმა "სან სიროს" სტადიონი შეიძინეს
თარიღი 05 Nov 2025, 16:56
ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მილანურმა გრანდებმა შეიძინეს „სან სიროს“ ტერიტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეგენდარული სტადიონი და მიმდებარე სივრცე მერიის ბალანსიდან კლუბების საკუთრებაში გადავიდა. ეს ნაბიჯი ორივე კლუბს აძლევს სრულ თავისუფლებას, თავად განსაზღვრონ ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სტადიონის პროექტი.

ცნობილია რა გეგმები აქვთ მილანურ კლუბებს როგორც ახალი სტადიონის, ისე ზოგადად "სან სიროს" არსებული სივრცის შესახებ. როგორც ირკვევა, "სტადიო მეაცას" უმეტესი ნაწილის დანგრევა 2031-2032 წლებშია მოსალოდნელი, თუმცა, ახალი სტადიონის მშენებლობა გაცილებით ადრე დაიწყება, რადგან ახალი არენა "მეაცას" მახლობლად აშენდება და არა ზუსტად მის ადგილას.

სამუშაოების დაწყება 2027 წლის პირველ ნახევარში იგეგმება და გეგმის მიხედვით 2031 წლისთვის დასრულდება. მილანური კლუბები ახალი სტადიონის მაკეტს უახლოეს თვეებში წარადგენენ.