მილანის წაუგებელი სერია გრძელდება - "როსონერიმ" რომა დაამარცხა

იტალიის სერია ა-ს მე-10 ტურში მილანმა რომას უმასპინძლა და 1-0 გაიმარჯვა.
იმის მიუხედავად, რომ რომამ მატჩი კარგად დაიწყო, შეხვედრის 39-ე წუთზე ყველაფერი შეიცვალა, როდესაც სტრაინია პავლოვიჩმა საკუთარი გუნდის წინ გაყვანა მაოხერხა. სერბმა ცენტრალურმა მცველმა რაფა ლეაოს შესანიშნავი საგოლე გადაცემით ისარგებლა და "როსონერი" დააწინაურა.
მეორე ტაიმში რომას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა პაულო დიბალამ 82-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. "როსონერის" გუნდის კაპიტანმა მაიკ მენიომ უშველა, რომელმაც არგენტინელის დარტყმული მოიგერია.
მეორე ტაიმში რომას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა პაულო დიბალამ 82-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. "როსონერის" გუნდის კაპიტანმა მაიკ მენიომ უშველა, რომელმაც არგენტინელის დარტყმული მოიგერია.
მაქს ალეგრის გუნდი სერია ა-ს ცხრილში 21 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.


