მატჩის დღე ჩემპიონთა ლიგაზე — მანჩესტერ სიტი დორტმუნდს უმასპინძლებს

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის დარჩენილი ცხრა მატჩი გაიმართება, ცენტრალური დაპირისპირება კი ინგლისში შედგება, სადაც მანჩესტერ სიტი დორტმუნდს უმასპინძლებს.
3 მატჩის შემდეგ ორივე გუნდს იდენტური, 7-7 ქულა აქვთ და მე-8 მე-9 ადგილებს იყოფენ. გასულ ტურში მანჩესტერ სიტიმ ვილიარეალი გასვლაზე 2-0 დაამარცხა, ხოლო დორტმუნდმა კოპენჰაგენს 4-2 მოუგა.
გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2022 წელს გერმანიაში შეხვდნენ, სადაც მატჩი უგოლოდ, 0-0 დასრულდა. ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში კი უპირატესობას ინგლისელები ფლობენ — 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.
დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი კარგ სათამაშო ფორმაში ხვდება. მანჩესტერ სიტიმაც და დორტმუნდმაც ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო. აღსანიშნავია, რომ გვარდიოლა პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო დორტმუნდელები მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.
ჩემპიონთა ლიგა, სათამაშო დღის ანონსი
21:45 ყარაბაღი V ჩელსი
21:45 პაფოსი V ვილიარეალი
23:55 მანჩესტერ სიტი V დორტმუნდი
23:55 ბრიუგე V ბარსელონა
23:55 ინტერი V ქაირათი
23:55 ნიუკასლი V ბილბაო
23:55 მარსელი V ატალანტა
23:55 ბენფიკა V ლევერკუზენი
23:55 აიაქსი V გალათასარაი
21:45 ყარაბაღი V ჩელსი
21:45 პაფოსი V ვილიარეალი
23:55 მანჩესტერ სიტი V დორტმუნდი
23:55 ბრიუგე V ბარსელონა
23:55 ინტერი V ქაირათი
23:55 ნიუკასლი V ბილბაო
23:55 მარსელი V ატალანტა
23:55 ბენფიკა V ლევერკუზენი
23:55 აიაქსი V გალათასარაი


