ავტორიზაცია

ლივერპული კარგ ფორმას უბრუნდება — მერსესაიდელთა მორიგი გამარჯვება

ლივერპული კარგ ფორმას უბრუნდება — მერსესაიდელთა მორიგი გამარჯვება
თარიღი 27 Dec 2025, 21:05
პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ლივერპულმა ვულვზის უმასპინძლა, სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, 2-1.

90 წუთის განმავლობაში მაყურებელმა საკმად კარგი და სანახაობრივი მატჩი იხილა. შეხვედრაში მერსესაიდელთა მხრიდან თავის გამოჩენა - რაიან გრავემბერხმა და ფლორიან ვირცმა შეძლეს. ხოლო სტუმართა შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი სანტიაგო ბუენომ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ფლორიან ვირცმა დღევანდელ შეხვედრაში, ლივერპულის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

არნე სლოტის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 32 ქულა მოაგროვა, რითაც დროებით მე-4 პოზიციაზე გადასვლა შეძლო.