ავტორიზაცია

"კურტუა უბრალოდ შეშლილია და დღესაც არაერთი ტოპ დონის სეივი ჰქონდა" — მამარდაშვილი

"კურტუა უბრალოდ შეშლილია და დღესაც არაერთი ტოპ დონის სეივი ჰქონდა" — მამარდაშვილი
თარიღი 05 Nov 2025, 09:43
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, ლივერპულმა საკუთარ მოედანზე რეალს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო ლივერპულის ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც კარი მშრალად შეინახა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"შეხვედრა საკმაოდ რთული და დაძაბული გამოდგა, თუმცა, კარგად ვითამაშეთ და ახლა დროა გამარჯვება ვიზეიმოთ. პირველ ტაიმში კარგი სეივი მქონდა, მაგრამ საერთო ჯამში მეტოქეს ჩემს კართან ბევრი მომენტი არ შეუქმნია. მთავარი გამარჯვება და სამი ქულაა."

"კურტუა საოცარი მეკარეა, ის უბრალოდ შეშლილია და დღესაც არაერთი ტოპ დონის სეივი ჰქონდა. რაც შეეხება ლივერპულს — რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ ეს ეს ფეხბურთის ნაწილია და ბოლომდე უნდა იბრძოლო დასაბრუნებლად. დღეს კარგად ვითამაშეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ"
— გიორგი მამარდაშვილი.