ხვიჩა კვარაცხელიამ მბაპეს და დი მარიას რეკორდი გაიმეორა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში, მოქმედი ჩემპიონი, პსჟ საკუთარ კედლებში ნიცას დაუპირისპრიდა და მეტოქე 1-0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 94-ე წუთზე გავიდა — ხვიჩა კვარაცხელიას ასისტით მეტოქის კარი გონსალო რამოშმა აიღო და პარიზელებმა 3 ქულა მოიპოვეს.
აღნიშნულ მატჩში პსჟ-ს ქართველი შემტევი მეტოქის საჯარიმოში ბურთს 17-ჯერ შეეხო, რაც მიმდინარე სეზონში რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო მსგავსი სტატისტიკა ლიგა 1-ში დი მარიას (2018/19) და მბაპეს (2022/23) ჰქონდათ.

