"ის საუკეთესო იყო ვის გვერდითაც მითამაშია" — უეინ რუნი

ინგლისის ეროვნული ნაკრების და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, უეინ რუნიმ კარიერაში საუკეთესო მეწყვილე დაასახელა.
"საუკეთესო მეწყვილე შეტევაში ვისთან ერთადაც მითამაშია? კარლოს ტევესი. თავიდან ჩვენს დუეტს ყველა სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა, ჩვენ ეს გამოწვევა მივიღეთ და ყველას დავანახეთ, რომ ცდებოდნენ. მასთან ერთად თამაში ჩემთვის ბედნიერება იყო" — უეინ რუნი.
შეგახსენებთ, რომ უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა 2002 წელს ევერტონში დაიწყო, ხოლო 2004 წლიდან 2017 წლამდე მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი ლიდერი იყო. საბოლოოდ მან კარიერა დერბი ქაუნთიში 2021 წელს დაასრულა.

