ავტორიზაცია

ევროპა და კონფერენს ლიგა ბრუნდება — დღეს 36 მატჩი გაიმართება

ევროპა და კონფერენს ლიგა ბრუნდება — დღეს 36 მატჩი გაიმართება
თარიღი 23 Oct 2025, 12:02
ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, დღეს ევროპა და კონფერენს ლიგა განალდება და გულშემატკივარი ჯამში 36 მატჩს იხილავს.

ევროპა ლიგაზე ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმი შოტლანდიაში ჩავა და სელტიკს ესტუმრება. 2 ტურის შემდეგ, ავსტრიელებს 3 ქულა აქვთ და 22-ე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო სელტიკი 1 ქულით 29-ე პოზიციას იკავებს.

აღნიშნულ მატჩს შტურმი კარგ ფორმაში ხდება — ავსტრიულმა კლუბმა ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო, ხოლო შოტლანდიელებს ანგარიშზე 1 მოგება, 2 ფრე და 2 წაგებაა. აღსანიშნავია, რომ გუნდები ერთმანეთს ერთხელ, 2016 წელს შეხვდნენ, სადაც სელტიკმა 1-0 იმარჯვა.

ევროპა ლიგა, დღევანდელი სათამაშო დღის განრიგი


კონფერენს ლიგაზე დღეს მეორე ტურის მატჩები გაიმართება და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, კრისტალ პალასი ლარნაკას აეკს უმასპინძლებს.

ინგლისელები პირველ ტურში კიევის დინამოს დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად, 2-0 მოიგეს, ხოლო აეკმა საკუთარ კედლებში ალკმაარს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

კრისტალ პალასს ბოლო 5 მატჩში 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება აქვს, ხოლო აეკმა 4 მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ დღეს კლუბები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

კონფერენს ლიგა, დღევანდელი სათამაშო დღის განრიგი