ავტორიზაცია

ენდრიკი რეალის დასატოვებლად ემზადება — მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია

ენდრიკი რეალის დასატოვებლად ემზადება — მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
თარიღი 04 Nov 2025, 11:49
მადრიდის რეალის ახალგაზრდა შემტევი, ენდრიკი დიდი ალბათობით სამეფო კლუბს ზამთარში დატოვებს და კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს.

ესპანური მედიის ცნობით, ლიონი 19 წლის შემტევის დამატებასთან ახლოს არის — მხარეები 6 თვიან მშრალ იჯარაზე მუშაობენ, რაც ყველასთვის მისაღებია.

ენდრიკს რეალში სათამაშო დრო არ ეძლევა და მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 11 წუთი გაატარა. დიდი ალბათობით შეთანხმება შედგება და ის სეზონის ბოლომდე ლიონში ითამაშებს.