"დავბრუნდი იმ ადგილას, რომელიც მთელი გულით მენატრება" — ლიონელ მესი

არგენტინის ეროვნული ნაკრების და ინტერ მაიამის ვარსკვლავი, ლიონელ მესი განახლებულ კამპ ნოუს ესტუმრა და სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
"გუშინ ღამით დავბრუნდი იმ ადგილას, რომელიც მთელი გულით მენატერბა. ადგილი, სადაც უზომოდ ბედნიერი ვიყავი და ათასჯერ მაგრძნობინეთ თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად. აქედან წასვლა არასდროს მინდოდა და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს კიდევ დავბრუნდები, არა მხოლოდ დასამშვიდობებლად" — ლიონელ მესი.
ლიონელ მესიმ კარიერა სწორედ ბარსელონაში დაიწყო და არაერთი ინდივიდუალური და გუნდური ტიტული მოიგო. მან კატალონიური გრანდის მაისურით 779 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 672 გოლი გაიტანა.

