ავტორიზაცია

დაკარგული მნიშვნელოვანი 3 ქულა - ვილიარეალი პაფოსთან დამარცხდა

დაკარგული მნიშვნელოვანი 3 ქულა - ვილიარეალი პაფოსთან დამარცხდა
თარიღი 05 Nov 2025, 23:47
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში პაფოსმა ვილიარეალს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1-0 გაიმარჯვა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემაც მიიღო მონაწილეობა, რომელმაც მოედანი 56 წუთზე დატოვა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი პაფოსის მხრიდან დერიკ ლუკასენმა გაიტანა, რითაც კვიპროსულ გუნდს 3 ქულა მოუტანა.


ამ გამარჯვებით პაფოსი 5 ქულას აგროვებს და ჩემპიონთა ლიგის ცხრილში მე-19 პოზიციამდე დაწინაურდა, ხოლო ვილიარეალი 1 ქულით 32-ე პოზიციაზეა.