ბოლო წუთებზე გადარჩენილი თამაში - მან იუნაიტედის წაუგებელი სერია გრძელდება

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში ნოტინგემ ფორესტმა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა.
მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. მატჩი საბოლოო ჯამში ფრედ, 2-2 დასრულდა.
გოლების გატანა იუნაიტედის მხრიდან კაზემირომ 34' და ამად დიალომ 81' შეძლეს, ხოლო რაც შეეხება ნოტინგემის მხრიდან თავის გამოჩენა მორგან გიბს-უაითმა 48' და ნიკოლო სავონმა 50' შეძლეს.


