არსენალმა სანდერლენდთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

პრემიერ ლიგის მე-11 ტურში სანდერლენდმა არსენალს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.
მასპინძლებმა საკმაოდ მრისხანე მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და სრულიად დამსახურებულად მოახერხეს 1 ქულის აღება.
გოლები: 1-0 დანიელ ბალარდი 36', 1-1 ბუკაიო საკა 54', 1-2 ლეანდრო ტროსარი 74', 2-2 ბრაიან ბრობი 90+4'.
არსენალმა ამ მატჩის შემდეგ 26 ქულა მოაგროვა და ისევ პირველ ადგილზე რჩება, ხოლო სანდერლენდი 19 ქულით მე-3 პოზიციაზე დაწინაურდა.


