ავტორიზაცია

არსენალის დაგეგმილი 3 ქულა — მეთოფეებმა სლავია დაამარცხეს

არსენალის დაგეგმილი 3 ქულა — მეთოფეებმა სლავია დაამარცხეს
თარიღი 05 Nov 2025, 00:05
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, ლონდონის არსენალი პრაღის სლავიას ესტუმრა და მეტოქე მარტივად, 3-0 დაამარცხა.

შეხვედრის ანგარიში 32-ე წუთზე საკამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, 46-ე წუთზე მერინომ ორამდე გაზარდა სხვაობა, ხოლო 68-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 0-3 დააფიქსირა.

სლავია პრაღა 0-3 არსენალი

გოლები:
0-1 საკა (32'), 0-2, 0-3 მერინო (46', 68')

მიკელ არტეტას გუნდი უდანაკარგოდ ასპარეზობს და 4 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს. აღსანიშნავია, რომ არსენალმა 11 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვა. მომდევნო ტურში მეთოფეები ბაიერნს ესტუმრებიან.

მეორე შეხვედრა იტალიაში გაიმართა, სადაც ნაპოლიმ საკუთარ კედლებში ფრანკფურტის აინტრახტი მიიღო და ფრეს დასჯერდა — მატჩი უგოლოდ, 0-0 დასრულდა.