ანტონიო კონტემ შესაძლოა ნაპოლი დატოვოს - ბოლო ცნობები იტალიიდან

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს და პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შორის დაპირისპირებაა.
როგორც ირკვევა, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონით უკმაყოფილოა და კონტეს გუნდიდან გაშვებას სერიოზულად განიხილავს.
უახლოეს საათებში, ანტონიო კონტე კლუბის მფლობელს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება, სადაც მხარეები სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ და ამ შეხვედრაზე ყველაფერი განიხილება, მათ შორის თანამშრომლობის შეწყვეტაც კი.

