როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ ნიცას წინააღმდეგ?

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში პარი სენ ჟერმენმა ნიცას უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 1-0 გაიმარჯვა.
აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.
რამოშმა კუთხურიდან გოლი ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემის შემდეგ გაიტანა და პსჟ-ს 3 ქულა მოუტანა.
ქართველმა ნიცას წინააღმდეგ Sofascore-სგან უმაღლესი შეფასება 9.1 დაიმსახურა.


