ინტერში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა - ასპილიკუეტა ლა ლიგაში დაბრუნებას უახლოვდება

როცა ყველაფერი ისე ჩანდა, რომ სეზარ ასპილიკუეტა კარიერას „ინტერში" გააგრძელებდა, საქმეში „ატლეტიკო მადრიდი" ჩაერთო.
ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ვეტერანი ესპანელი მცველის შეძენისთვის დიეგო სიმეონეს გუნდი იბრძვის.
მიუხედავად იმისა, რომ ასპილიკუეტას „ინტერთან" პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული ჰქონდა, „ატლეტიკოს" ვარიანტი მას უფრო მოსწონს, რადგან სამშობლოში დაბრუნება ძალიან სურს. ამის გამო, ამჟამად სეზარის გადაბირების ფავორიტი სწორედ მადრიდული კლუბია.
დიდი ალბათობით, „ჩელსი" ფეხბურთელის უფასოდ გაშვებას დათანხმდება, მიუხედავად იმისა, რომ მას კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აქვს გათვალისწინებული. კლუბსა და ასპილიკუეტას შორის დიდებული ურთიერთობაა და ისინი საკუთარი კაპიტნის ყველანაირ გადაწყვეტილებას პატივისცემით ეკიდებიან.
„ასპი" პამპლონური „ოსასუნას" აღზრდილია, რომელიც 2010 წელს დატოვა და „მარსელში" გადაბარგდა, საიდანაც ის „ჩელსიმ" 2012-ში წაიყვანა.
მილანმა პარმას წინააღმდეგ ქულები დაკარგა
იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურში პარმამ მილანს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.
...
არსენალმა სანდერლენდთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
პრემიერ ლიგის მე-11 ტურში სანდერლენდმა არსენალს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.
მანჩესტერს კვლავ ვერ ამარცხებენ - იუნაიტედის წაუგებელი სერია გრძელდება
პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ტოტენჰემა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.
TOP 10 | ფეხბურთის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე სწრაფი დარტყმები
გავლენიანმა გამოცემამ Givemesport-მა შეადგინა სია, რომელიც აერთიანებს ფეხბურთის ისტორიაში დაფიქ...
08 Nov 2025, 13:07
არნე სლოტმა ალისონის დაბრუნების თარიღი დაასახელა
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ალისონის ტრავმაზე ისაუბრა და ბრაზილიელი მეკარის დაბრუნებ...
"ბავშობის ოცნება ავიხდინე" - ინტერვიუ ნაკრების დებიუტანტთან
"ფიტნეს დარბაზში ვიყავი, ჩემი მეგობრები იყვნენ ჩამოსულები და ვსაუბრობდი, მათთვის მატარებლის ბილეთ...
07 Nov 2025, 16:24




Champions League