ავტორიზაცია

მბაპე, ნეიმარი, რონალდინიო, ოსიმენი - მსოფლიო ვარსკვლავები ვინისიუსს მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებენ

მბაპე, ნეიმარი, რონალდინიო, ოსიმენი - მსოფლიო ვარსკვლავები ვინისიუსს მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებენ
თარიღი 22 May 2023, 23:22
კილიან მბაპე, ნეიმარი, ვიქტორ ოსიმენი და სხვა ფეხბურთის ვარსკვლავები, რასისტული შეურაცხყოფების ფონზე, ვინისიუს ჯუნიორს გამოექომაგნენ.

გუშინ „რეალი“ „ვალენსიასთან“ სტუმრად ლა ლიგის 35-ე ტურში დამარცხდა (0:1). მატჩის მსვლელობისას, მასპინძელი გუნდის ფანები ბრაზილიელს სხვადასხვა რასისტულ შეურაცხყოფებს აყენებდნენ და მათ შორის მაიმუნსაც ეძახდნენ. ამის გამო, თამაში 8 წუთით შეწყდა.

ვინისიუსს ნერვებმა უმტყუან და „ვალენსიას“ ფეხბურთელ უგო დუროს ხელი გაარტყა, რის გამოც ფეხბურთელებს შორის მოედანზე კონფლიქტი წარმოიშვა და ბრაზილიელი მოედნიდან გააძევეს.

თამაშის შემდეგ, ვინისიუსმა ლა ლიგა და ესპანეთი რასისტობაში დაადანაშაულა, მისი თქმით, ლიგა არაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად.

საბოლოოდ, ყველაფერმა ის გამოიწვია, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ვინისიუსს მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებენ:

კილიან მბაპე: „შენ მარტო არ ხარ. შენთან ვართ და მხარს გიჭერთ!“

ნეიმარი: „შენთან ვარ“

ენტონი: „შენთან ვარ, ძმაო. სამუდამოდ“

კაილ უოკერი: „შენთან ვართ, ბრო! რასიზმი ვერ გაიმარჯვებს“.

კალიდუ კულიბალი: „წინ, ვინი. არა რასიზმს“

ვიქტორ ოსიმენი: „ისინი ვერ გაგტეხავენ.“

გარეტ ბეილი: „საფეხბურთო საზოგადოებაში რასიზმის ადგილი არ არის. ლა ლიგამ სერიოზულად უნდა მოკიდოს ხელი და შეაჩეროს ეს. ჩემი მხარდაჭერა ვინის.“

რონალდინიო: „არანაირ დისკრიმინაციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. იმედი მაქვს, ვინის შემთხვევა დაეხმარება ზემდგომებს, რომ ასეთი ადამიანები სტადიონებიდან გააძევონ. იყო შავკანიანი - საამაყოა.“

კაკა: „ჩვენ შენთან ვართ, ვინი. რასიზმის ადგილი აქ არ არის.“

რაფაელ ვარანი: „ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი ფეხბურთელები და ჩვენი თამაში. ვინი - ჩვენ შენთან ვართ“

ჟოაო ფელიქსი: „ის, რაც ვინის მისამართით ხდება - უსამართლობაა.“

გაბრიელ ჟესუსი: „დაუშვებელია.“

ლუის ჰემილტონი: „შენთან ვართ, ვინი“

რიო ფერდინანდი: „რამდენჯერ უნდა მოხდეს მსგავსი რამ, რომ გამოფხიზლდეთ? შენთან ვართ, ბიჭო.“

ვენსან კომპანი: „გული სისხლით მეღვრება, როცა ამ სურათებს ვხედავ. ჩვენი მამების და დედების, ბებიების და ბაბუების მიერ იმდენი რაღაც იქნა გაკეთებული... და ბრძოლა მაიცნ არ არის დასრულებული. ჩვენი შვილები არ გაიზრდებიან სამყაროში, რომელშიც დისკრიმინაციას და ზიზღს აქვს ადგილი. მათ ეცოდინებათ საკუთარი ფასი და არასდროს დაუჩოქებენ იმათ, ვისაც სძულს, ვინც განასხვავებს და ამცირებს. ვინისიუს, შენ მარტო არ ხარ. ჩვენ ერთად ვდგავართ, იმაზე ძლიერად, ვიდრე ოდესმე.“

ბუნებრივია, ყველა ვარსკვლავის გამოხმაურების დამატება შეუძლებელი იქნებოდა. 
VIDEO: გოოოოლ! — ხვიჩა კვარაცხელიამ ლიონს გაუტანა

VIDEO: გოოოოლ! — ხვიჩა კვარაცხელიამ ლიონს გაუტანა

Paris Saint Germain 10 Nov 2025, 00:29
მანჩესტერ სიტის დამაჯერებელი გამარჯვება — გვარდიოლას გუნდმა ლივერპული დაამარცხა

მანჩესტერ სიტის დამაჯერებელი გამარჯვება — გვარდიოლას გუნდმა ლივერპული დაამარცხა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში, მანჩესტერ სიტიმ საკუთარ მოედანზე ლივერპული მიიღ...

Manchester City 09 Nov 2025, 22:50
VIDEO: გიორგი მამარდაშვილმა ერლინგ ჰოლანდს თერთმეტმეტრიანი აუღო!

VIDEO: გიორგი მამარდაშვილმა ერლინგ ჰოლანდს თერთმეტმეტრიანი აუღო!

Liverpool 09 Nov 2025, 20:56
მილანმა პარმას წინააღმდეგ ქულები დაკარგა

მილანმა პარმას წინააღმდეგ ქულები დაკარგა

იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურში პარმამ მილანს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.

...

Milan 09 Nov 2025, 02:00
არსენალმა სანდერლენდთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

არსენალმა სანდერლენდთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

პრემიერ ლიგის მე-11 ტურში სანდერლენდმა არსენალს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.

Sunderland 08 Nov 2025, 23:49
მანჩესტერს კვლავ ვერ ამარცხებენ - იუნაიტედის წაუგებელი სერია გრძელდება

მანჩესტერს კვლავ ვერ ამარცხებენ - იუნაიტედის წაუგებელი სერია გრძელდება

პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ტოტენჰემა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.

Tottenham Hotspur 08 Nov 2025, 18:51
TOP 10 | ფეხბურთის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე სწრაფი დარტყმები

TOP 10 | ფეხბურთის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე სწრაფი დარტყმები

გავლენიანმა გამოცემამ Givemesport-მა შეადგინა სია, რომელიც აერთიანებს ფეხბურთის ისტორიაში დაფიქ...

08 Nov 2025, 13:07
არნე სლოტმა ალისონის დაბრუნების თარიღი დაასახელა

არნე სლოტმა ალისონის დაბრუნების თარიღი დაასახელა

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ალისონის ტრავმაზე ისაუბრა და ბრაზილიელი მეკარის დაბრუნებ...

Liverpool 07 Nov 2025, 22:05
"ბავშობის ოცნება ავიხდინე" - ინტერვიუ ნაკრების დებიუტანტთან

"ბავშობის ოცნება ავიხდინე" - ინტერვიუ ნაკრების დებიუტანტთან

"ფიტნეს დარბაზში ვიყავი, ჩემი მეგობრები იყვნენ ჩამოსულები და ვსაუბრობდი, მათთვის მატარებლის ბილეთ...

07 Nov 2025, 16:24
ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია

ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია

15 და 18 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ესპანეთისა ...

Georgia 07 Nov 2025, 14:53
"ამიტომ ვერ მოხვდა ის ნაკრებში - მან ცუდი მატჩი ჩაატარა" — სანიოლი აზაროვის და დვალის შესახებ

"ამიტომ ვერ მოხვდა ის ნაკრებში - მან ცუდი მატჩი ჩაატარა" — სანიოლი აზაროვის და დვალის შესახებ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ირაკლი აზაროვის და ლაშა დვალის ნაკრებში არგამ...

Georgia 07 Nov 2025, 14:49
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია" - ალექსანდრე იაშვილი

"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია" - ალექსანდრე იაშვილი

ბოლო პერიოდში, ნაკრების ცუდი შედეგებიდან გამომდინარე, ბევრი საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ვილი სანიო...

Georgia 07 Nov 2025, 13:46
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები — კვარა ათეულშია

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები — კვარა ათეულშია

ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც მინიმუმ 3 მატჩი ითამაშა, ...

Paris Saint Germain 07 Nov 2025, 13:16
TOP 10 | საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელები (2025)

TOP 10 | საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელები (2025)

გავლენიანმა გამოცემამ Givemesport-მა ინგლისელი ფეხბურთელების სია შეადგინა და საუკეთესოები გამოავლინა...

England 07 Nov 2025, 12:47
რეალი ცენტრალური მცველის დამატებაზე მუშაობს და ორ კანდიდატს განიხილავს

რეალი ცენტრალური მცველის დამატებაზე მუშაობს და ორ კანდიდატს განიხილავს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალი დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და რამდენიმე კა...

Real Madrid 07 Nov 2025, 12:16
რუნიმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა

რუნიმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, უეინ რუნიმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 5 ...

England 07 Nov 2025, 09:37