ავტორიზაცია

"რა არის სამგურალის წარმატების მთავარი ფორმულა?" - ინტერვიუ გიორგი მიქაძესთან

"რა არის სამგურალის წარმატების მთავარი ფორმულა?" - ინტერვიუ გიორგი მიქაძესთან
თარიღი 24 May 2022, 12:44

ალბათ, ნაკლებად წარმოიდგენდა ვინმე, თუ ეროვნულ ლიგაში 15 ტურის შემდეგ წყალტუბოს "სამგურალი" 29 ქულით მესამე ადგილზე იქნებოდა და ლიდერებს წინააღმდეგობას გაუწევდა.

ფაქტია, იმერული კლუბი ბრწყინვალე შედეგებს აფიქსირებს, ზედიზედ 8 თამაშია არ წაუგია და მე-16 ტურში ლიდერ "დინამო ბათუმთან" მიზნად გამარჯვებას ისახავს.

თუ რა არის კლუბის ასეთი წარმატებული სერიის მთავარი ფორმულა, ამაზე GOAL.GE "სამგურალის" მთავარ მწვრთნელს გიორგი მიქაძეს ესაუბრა.

სეზონის სტარტზე წარმოიდგენდით, რომ დღეს "სამგურალი" მოწინავე პოზიციებზე იქნებოდა?

როცა აქ მოვედი და ხელმძღვანელობას შევხვდი, 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და გეგმად დავისახე, რომ პირველ წელს მოხდებოდა გუნდის შენება, მეორე წელს კი ევროტურნირებზე გასვლისთვის ვიბრძოლებდით, თუმცა ბიჭებმა იმდენად მალე აუღეს ყველაფერს ალღო, რომ წარმატებული პერიოდი მოვიდა. ეიფორიაში არ ვართ და ისიც ვიცით, რომ ჩავარდნა სადღაც მაინც იქნება.

ობიექტურად, "სამგურალს" არ ჰყავს იმ დონის ფეხბურთელები, როგორიც თუნდაც "დინამო თბილისს" და "დინამო ბათუმს" - რამდენად შეგწევთ ძალა და რესურსი, რომ ამ ორ გუნდს წინააღმდეგობა სეზონის ბოლომდე გაუწიოთ?

ამას მომდევნო თამაშები გვიჩვენებს. ჩვენ არავის შედეგებს არ ვუყურებთ, ჩვენი მიზანი ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ბრძოლაა და მხოლოდ ჩვენს შედეგებს, ჩვენს სატურნირო მდგომარეობას და ჩვენს კალენდარს ვუყურებთ. ახლა ბათუმში კარგი გამოცდა გველის და ეს მატჩი ბევრ რამეს დაგვანახებს, თან ბოლოს სწორედ ბათუმთან წავაგეთ. იმ მატჩისგან განსხვავებით, ახლა ბევრად უკეთ გამოვიყურებით და ბევრად უკეთ ვართ მომზადებული.

რა უნდა დაუპირისპიროთ ხვიჩა კვარაცხელიას?

კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია, ჩვენი ჩემპიონატის ბრილიანტია ისიც და დავითაშვილიც. კვარაცხელიას აყვანა ადვილი არ იქნება, თუმცა მის გარდა ბათუმში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს, ძირითადშიც და სათადარიგოზეც, ამიტომ ჩვენი მიზანი არა კონკრეტული ფეხბურთელის, არამედ მთლიანად გუნდის განეიტრალებაა.

და მაინც..რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

გუნდურობა, პროფესიონალიზმი და კონკრეტული თამაშისთვის კარგად მომზადება. მოდი, სიღრმისეულ ტაქტიკურ დეტალებს აქ არ გავშლი, ჩემთვის შევინახავ (იცინის), ყველა ფეხბურთელი თავის დავალებას კარგად ასრულებს, ვაფასებთ ყველა მეტოქეს და საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს. ჩვენ არ ვეძებთ სახელს და გვარებს, ჩვენ გვინდა ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც უნდათ და შეუძლიათ თამაში.

როგორც ახსენეთ, ყველა ფეხბურთელი თავის დავალებას კარგად ასრულებს, ერთი უცნაური ფაქტია - ამ სეზონში "სამგურალის" მიერ გატანილი გოლების უმრავლესობა მოდის მცველებისგან, ან შედარებით არაშემტევი მოთამაშეებისგან, ეს უბრალოდ დამთხვევაა თუ თქვენი ტაქტიკის ნაწილია?

გეთანხმებით, ეს ტაქტიკური ელემენტებია. დღევანდელ ფეხბურთში უტევს 11 ფეხბურთელი და თავს იცავს 11 ფეხბურთელი. როგორც შემტევებს მოეთხოვებათ გოლის გატანა, ისე მცველებსა და ნახევარმცველებსაც. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ტაქტიკურ ჩანაფიქრს ყველა კარგად ასრულებს და აქედან გამომდინარე ხდება, რომ გოლის მონაწილე ყველა პოზიციის ფეხბურთელი ხდება.

როცა გუნდს მაღალი მიზნები აქვს, აუცილებელია ჰქონდეს კარგი პირობები, როგორი სიტუაციაა ამ მხრივ "სამგურალში?"

პირობებით დიდად ვერ დავიკვეხნით. ვგულისხმობ იმას, რომ ვარჯიში ზესტაფონში გვიწევს და ცოტა დიდ გზას გავდივართ ხოლმე, თუმცა როგორც იცით, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის წყალტუბოში ბაზა შენდება და წვალება აღარ მოგვიწევს. ხელმძღვანელობა ყველაფერში ხელს გვიწყობს, ორივე მხარემ ვიცით, რა სჭირდება გუნდს და მთავარი ესაა.

როგორც ვთქვით, წარმატებისთვის აუცილებელია პირობები, მაგრამ ასევე აუცილებელია ფეხბურთის დიდი სიყვარული იმ ქალაქში, რომლის სახელსაც კლუბი ატარებს...

წყალტუბოში ფეხბურთი ყველას უყვარს და მაქსიმალურად ცდილობენ, გვერდში დაგვიდგნენ. თავიდან ზესტაფონში ვთამაშობდით და ჩვენს კუთხეს მოწყვეტილები ვიყავით. რაც ჩვენს სტადიონზე გადმოვედით, მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ, ვახარებთ და ისინიც გვახარებენ.

ყველგან, სადაც იმუშავეთ, დადეთ ის შედეგი, რაც იმ მომენტში გუნდს ჰქონდა დასახული - "თელავი" და "სამტრედია" უმაღლესში დატოვეთ, ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებას მიაღწიეთ და ა.შ. - როგორ ხედავთ თქვენს თავს დიდ გუნდებში, სადაც ჯერ არ გიმუშავიათ? - იგულისხმება "დინამო თბილისი", "საბურთალო" და  გუნდები, რომლებსაც აკადემია აქვთ.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექტივია. ფეხბურთელის შესაძლებლობა განაპირობებს იმას, რომ კონკრეტული მიზანი დავსახო. მწვრთნელმა რაც არ უნდა ტაქტიკური კონსტრუქცია ააწყოს, მთავარი მაინც მოედანზე ხდება და მაღალი დონის ფეხბურთელები რომ გყავს, ფუფუნებაც დიდია. აკადემია ყველა გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აკადემია კლუბის სული და გულია. ეს ფინანსურადაც მომგებიანია და კლუბის ფილისოფიისთვისაც, ასეთ კლუბებში მუშაობა კი ყველას სურს. ჩემი მიზანია ჯერ შედეგი იმ გუნდში დავდო, სადაც ამჟამად ვიმყოფები.

და ბოლოს...საქართველოს ნაკრებზე გვესაუბრეთ

საქართველოს ნაკრები ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე. სანიოლმა წინა მატჩებში ბევრი ტაქტიკური ექსპერიმენტი ჩაატარა, კარგი თამაშები აჩვენა და ნაყოფიერად იმუშავა. სწორედ კარგი მუშაობის შედეგია, რომ მოგებები დავიწყეთ. ვთვლი, რომ ერთა ლიგაზეც შეგვიძლია მოწინავე პოზიციები დავიკავოთ და გულშემატკივრმა გაიხაროს. ვქომაგობ და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი

პაოლო მალდინიმ კარიერაში სამი საუკეთესო ოპონენტი გამოარჩია

პაოლო მალდინიმ კარიერაში სამი საუკეთესო ოპონენტი გამოარჩია

მილანის და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, პაოლო მალდინიმ მის კარიერაში სამი საუკეთესო ოპონენტი ...

Milan 24 Dec 2025, 20:39
"მერსისაიდელებს სტაბილურობა ვერ შესძინა" — პოპულარული გამოცემა გიორგი მამარდაშვილზე

"მერსისაიდელებს სტაბილურობა ვერ შესძინა" — პოპულარული გამოცემა გიორგი მამარდაშვილზე

პოპულარულმა გამოცემა 90 MIN-მა ლივერპულში, გიორგი მამარდაშვილის სეზონის პირველი ნახევარი შეაფას...

Liverpool 24 Dec 2025, 16:14
"ბარსელონაში დარჩენა მსურს" — მარკუს რაშფორდი თავის მომავალზე

"ბარსელონაში დარჩენა მსურს" — მარკუს რაშფორდი თავის მომავალზე

ინგლისელმა ფეხბურთელმა, მარკუს რაშფორდმა Sport-თან ინტერვიუში თავის მომავალზე ისაუბრა.

FC Barcelona 24 Dec 2025, 16:08
TOP 10 | მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ფეხბურთელები

TOP 10 | მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ფეხბურთელები

გავლენიანმა გამოცემა Givemesport-მა მსოლფიოში ყველაზე მდიდარი ფეხბურთელები დაასახელა, რომელშიც პირვე...

24 Dec 2025, 15:51
რონალდუ, ბრუნო, იამალი — ფელიქსმა თანაგუნდელებისგან სიმბოლური XI შეადგინა

რონალდუ, ბრუნო, იამალი — ფელიქსმა თანაგუნდელებისგან სიმბოლური XI შეადგინა

ალ ნასრის და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ჟოაო ფელიქსმა ყოფილი და მოქმედი თანაგუნდელ...

Portugal 24 Dec 2025, 13:57
ტრავმის სიმძიმე დადგენილია — ცნობილია როდის დაბრუნდება ბრუნო ფერნანდეში

ტრავმის სიმძიმე დადგენილია — ცნობილია როდის დაბრუნდება ბრუნო ფერნანდეში

ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ ტურში, მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრუნო ფერნანდეშმა ასტონ ...

Manchester United 24 Dec 2025, 09:37
ლამინ იამალმა ისტორიაში საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

ლამინ იამალმა ისტორიაში საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

გავლენიანი სპორტული გამოცემა, Score 90 ლამინ იამალის მიერ ისტორიაში დასახელებულ საუკეთეს...

23 Dec 2025, 17:10
"საბოლოოდ აანაზღაურა კვარაცხელიას არყოფნა გუნდში" - იტალიური პრესა

"საბოლოოდ აანაზღაურა კვარაცხელიას არყოფნა გუნდში" - იტალიური პრესა

იტალიის სუპერთასის ფინალში გამართული მატჩი ნაპოლისა და ბოლონიას შორის, ნეაპოლელთა გამარჯვებით 2:0 და...

Napoli 23 Dec 2025, 16:54
TOP 10 | ისტორიაში საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელები

TOP 10 | ისტორიაში საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელები

გავლენინმა გამოცემა Givemesport-მა ისტორიაში საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელები დაასახელა. რომელში...

France 23 Dec 2025, 16:49
[VIDEO] აიუბ ელ კააბის მიერ გატანილი მაკრატელა აფრიკის თასზე

[VIDEO] აიუბ ელ კააბის მიერ გატანილი მაკრატელა აფრიკის თასზე

Morocco 22 Dec 2025, 17:40
TOP 20 | საუკეთესო მოქმედი მეკარეები — რომელ ადგილზეა გიორგი მამარდაშვილი?

TOP 20 | საუკეთესო მოქმედი მეკარეები — რომელ ადგილზეა გიორგი მამარდაშვილი?

გავლენიანმა გამოცემა Givemesport-მა 20 საუკეთესო მოქმედი მეკარე დაასახელა, სადაც მე-20 ადგილს საქართ...

22 Dec 2025, 17:01
TOP 10 | საუკეთესო გუნდები ფეხბურთის ისტორიაში ფანების ვერსიით

TOP 10 | საუკეთესო გუნდები ფეხბურთის ისტორიაში ფანების ვერსიით

ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა ფეხბურთის გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა და ისტორიაში 10 ...

Arsenal 22 Dec 2025, 17:01
მოლაპარაკებები დაწყებულია — ზირკზე შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

მოლაპარაკებები დაწყებულია — ზირკზე შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

მანჩესტერ იუნაიტედის შემტევმა, ჯოშუა ზირკზემ შესაძლოა კლუბი დატოვოს და იტალიის სერია ა-ში დაბრუნდეს....

Manchester United 22 Dec 2025, 14:53
უმძიმესი ტრავმა — ლივერპულმა ფორვარდი დიდი ხნით დაკარგა

უმძიმესი ტრავმა — ლივერპულმა ფორვარდი დიდი ხნით დაკარგა

ლივერპულის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — ბოლო საათებში ჩატარებუ...

Liverpool 22 Dec 2025, 13:10
TOP 15 | კვარაცხელია, იამალი, ვინისიუსი — ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები

TOP 15 | კვარაცხელია, იამალი, ვინისიუსი — ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები

გავლენიანმა გამოცემა Givemesport-მა 15 ყველაზე ნიჭიერი მოქმედი ფეხბურთელი დაასახელა, სადაც ხვ...

Paris Saint Germain 22 Dec 2025, 10:55
ზედიზედ მე-10 გამარჯვება — ასტონ ვილამ მანჩესტერ იუნაიტედი დაამარაცხა

ზედიზედ მე-10 გამარჯვება — ასტონ ვილამ მანჩესტერ იუნაიტედი დაამარაცხა

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ერთმანეთს ასტონ ვილა და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვ...

Manchester United 22 Dec 2025, 01:06