VIDEO: მორიგი სიგიჟე სანტიაგო ბერნაბეუზე — რეალმა სიტი დამატებით დროში დაამარცხა და ფინალში გავიდა!

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2 ფინალური მატჩის ეგიდით, მადრიდის "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა.
დრამატული დაპირისპირება მადრიდული გრანდის გამარჯვებით დასრულდა - 3:1 დ.დ (პირველი მატჩი - 3:4).
უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 73-ე წუთზე რიად მაჰრეზმა გახსნა და "ქალაქელები" ორი შეხვედრის ჯამში ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ.
პეპ გვარდიოლას შეგირდებს საქმე ბოლომდე მშვიდად მიჰყავდათ, თუმცა "სამეფო კლუბის" ზღაპარი 90-ე წუთზე დაიწყო - როდრიგომ ჯერ წონასწორობა აღადგინა, ზუსტად ერთ წუთში კი მეორე გოლიც შეაგდო და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
ოვერტაიმის მე-5 წუთზე (95-ე წუთი) "სიტის" კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც კარიმ ბენზემამ უზადოდ შეასრულა და "ბლანკოსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.
ასე და ამგვარად, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მიმდინარე გათამაშების გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს "ლივერპული" და "რეალი" დაუპირისპირდებიან.



Champions League