10 მატჩიანი მოუგებელი სერია — ფიორენტინამ პიოლი გუნდიდან გაუშვა

ფიორენტინას ხელმძღვანელობამ სტეფანო პიოლი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა — ინფორმაცია უახლოეს საათებში დადასტურდება.
სტეფანო პიოლიმ ფიორენტინა გასულ ზაფხულში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით ფლორენციულმა კლუბმა სერია ა-ში 10 მატჩიდან 4 ფრედ დაასრულა და 6 წააგო.
იტალიის სერია ა-ს 10 ტურის შემდეგ, ფიორენტინამ მხოლოდ 4 ქულის მოგროვება მოახერხა და მე-19 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში ფლორენციელები ბოლოადგილოსან ჯენოას ესტუმრებიან.

